მუსიკალური ინსტრუმენტი — მოწყობილობა, რომელიც შექმნილი ან/და გამოყენებულია მუსიკალური ხმის მისაღებად. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტს მივაკუთვნიოთ, რაც მუსიკალურ ხმას გამოსცემს. ესაა ის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ობიექტი მუსიკალურ ინსტრუმენტად იქცევა. მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია იწყება კაცობრიობის კულტურულ ცხოვრების დაწყებასთან ერთად. მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლების აკადემიურ დისციპლინას ორგანოლოგია ჰქვია.
სადავო სტატუსის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოშობა თარიღდება ქრისტეს შობამდე 65 000 წლით. არტიფაქტების მიხედვით, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, პირველი ადრეული ფლეიტა თარიღდება ქრისტეს შობადე 35 000 წლით. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოშობის სპეციფიკური დროის განსაზღვრა შეუძლებელია, თავად ამ ტერმინის სუბიექტური განსაზღვრების გამო.
მუსიკალური ინსტრუმენტები ვითარდებოდა დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა დასახლებულ რეგიონში. თუმცა, ცივილიზაციების კონტაქტმა გამოიწვია მუსიკალური ინსტრუმენტების სწრაფი გავრცელება და ადაპტირება ისეთ რეგიონებშიც, რომელიც შორსაა კონკრეტული საკრავის წარმოშობის ადგილიდან. შუა საუკუნეებში ინსტრუმენტებს მესოპოტამიიიდან აღმოვაჩენდით მალაის არქიპელაგზე, ხოლო ევროპელები უკრავდნენ ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის ინსტრუმენტებზე. განვითარება ამერიკაში შედარებით ნელი ტემპებით ხასიათდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ დივერსიფიკაციას ადგილი არ აქვს: ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა ხასიათდება ერთი და იმავე მუსიკალური ინსტრუმენტებით.
სიმებიანი საკრავები (ქორდოფონები) — მუსიკალური საკრავები, რომელთა ბგერის წყაროა დაჭიმული სიმები. ბგერის სიმაღლეს ცვლის სიმის დამოკლება (მაგალითად ვიოლინოზე) ან მუდმივად გარკვეულ სიმაღლეზე აწყობილი (საკრავის დიაპაზონის ფარგლებში) სიმები (მაგალითად ფორტეპიანო). სიმებიანი საკრავების უმრავლესობა მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხისაგან, ხოლო ბგერის ძირითადი გამომცემი, დეკა, ე. წ. სარეზონანსო ნაძვის ან ფიჭვისაგან. ლითონი, ჩვეულებრივ (სიმების გარდა), გამოიყენება მხოლოდ მექანიზმის დასამაგრებელი დეტალებისათვის. სიმებიანი საკრავები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ხემიანი, ჩამოსაკრავი, დასარტყმელი, დასარტყმელ-კლავიშებიანი, და შამოსაკრავ-კლავიშებიანი საკრავები.

გიტარა
გიტარა — სიმებიანი საკრავია, რომელიც ძირითადად იკვრება თითებით ან მედიატორით. ძირითადად იგი არსებობს ექვს, შვიდ და თორმეტსიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდება სხვადასხვა ხისაგან, ხოლო სიმები ცხოველების ნაწლავებისაგან. თუმცა სიმების ტრადიცია არ არის შენარჩუნებული, და თანამედროვე სიმები არის ნეილონის და ფოლადის. ზოგიერთი თანამედროვე გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატით. არსებობს გიტარის ძირითადი ორი ოჯახი: აკუსტიკური და ელექტრო. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა მოსახერხებელი.აკუსტიკური გიტარა (და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები) ამოჭრილი კორპუსით უკვე ათას წელზე მეტია გამოყენებაში. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებიანი), ლითონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა და არქტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარების ტონალობა წარმოქმნილია სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი. კლასიკური გიტარა ხშირად იკვრება როგორც სოლო ინსტრუმენტი თითების ამოკვრის ტექნიკით. ელექტრო გიტარა იქნა წარმოდგენილი 1930-იან წლებში. ელექტრო გიტარებმა მალევე მოახდინა გავლენა თანამედროვე კულტურაზე. გიტარა არის მიჩნეული მთავარ ინსტრუმენტად ისეთ მუსიკის ჟანრებში, როგორიცაა ბლუზი, ბლუგრასი, ქანთრი, ფლამენკო, ჯაზი, ხოტა, მარიაჩი, რეგი, როკი, სოული და ბევრი სხვა პოპის ფორმებში
გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, მაგრამ შემდგომში მისი მეორე სამშობლო გახდა ესპანეთი, სადაც VIII—IX საუკუნეებში ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა. ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ის მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მტკიცედ დამკვიდრდა. ქართულ ხალხურ ქალაქურ ბევრ სიმღერას გიტარა უწევს თანხლებას.
გიტარის სამშობლო აღმოსავლეთია. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, ხოლო თარის წინდებულები (დუ-ტარი, სი-ტარი) ოდესღაც სიმთა რიცხვს გამოხატავდა. დუ ნიშნავდა ორს, სი- სამს. ასე რომ ”გიტარა” ნიშნავდა სამსიმიანს.
ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე გიტარა აღმოსავლეთიდან საბერძნეთში მოხვედრილა, იქ, დროთა განმავლობაში დაივიწყეს, რომ ”სიტარა” სამსიმიან საკრავს ნიშნავდა და ასეთი სახის ოთხ და მრავალსიმიან სხვა საკრავებსაც "სიტარა", შემდეგ კი გიტარა შეარქვეს.
ბაროკოს ეპოქაში ბაროკოს გიტარა (ლუტა, მანდოლინა, ბარბათი და ა.შ.) ხშირად იყენებოდა კამერულ ორკესტრებში. ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ: ანტონიო ვივალდი, იოჰან სებასტიან ბახი და სხვები.
რომანტიზმის პერიოდში გიტარას ხშირად იყენებდა ნიკოლო პაგანინი.
დასარტყმელი საკრავები , მუსიკალური საკრავები, რომლებსაც ხელის, ჯოხის ან ბურთისებრი, თავზე ქეჩაგადაკრული ორი მსხვილი ხის მონაცვლეობით ან ერთდროულად დარტყმით აჟღერებენ. ამზადებენ ქვის, თიხის, ხის, ტყავის, ბრინჯაოს, სპილენძისა და ვერცხლისაგან.
დასარტყმელი საკრავები ორგვარია: გარკვეული სიმაღლის ბგერის მქონე - ტიმპანები, ზარები, ქსილოფონი, ფლექსატონი, ტუბაფონი, ვიბრაფონი — და საკრავები, რომელთაც გარკვეული სიმაღლის ბგერა არ გააჩნიათ — დაფი, დაფდაფი, თეფშები, ტამტამი, გონგი, სამკუთხედი, კასტანიეტები, მარიმბა, დიპლიპიტო, დაირა და დოლი. დასარტყმელი საკრავების უმეტესობა საანსამბლოა, იყენებენ სიმფონიურ ორკესტრებშიც. პარტიტურაში იწერება სპილენძის საკრევებსა და არფას შორის. საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებული იყო ბობღანი (დაფდაფი), დაირა (დაფი), დიპლიპიტო, დოლი, დუმბული, ლინი, სპილენძჭური, ტაბლაკი, ქოსიმ წინწილა და სხვა. ამჟამად გავრცელებულია დაირა, დოლი, დიპლიპიტო. ამ საკრავებს უმეტესად ცეკვების სააკომპანემენტოდ იყენებენ. დასარტყმელი საკრავებს რიტმულ საკრავებსაც უწოდებენ; მათი მთავარი დანიშნულება მუსიკალური ნაწარმოების მეტრ-რიტმის გამახვილება, მისი ნაირსახეობით წარმოდგენაა.
დასარტყამი(ხშირად დოლს უძახიან) არის მუსიკალური ინსტრუმენტი რომელზეც ხელის ან ჯოხის დარტყმით უკრავენ.
დასარტყამი გამოიყენება იმისთვის რომ შექმნას სიმტკიცე და რითმი სიმღერაში. როგორც წესი თუ კომპოზიტორს უნდა რომ სიმღერა ნელი იყოს დასარტყამს ნელა უკრავს და თუ ჩქარი სწრაფად. დასარტყამების სახეებია დიდი დასარტყამი(თურქული)-მასზე ორივე მხრიდან შეიძლება დაკვრა მისი ხმა ძლიერი და დახშულია. პატარა დასარტყამი-მისი გამოყენება ოპერაში მეჩვიდმეტე საუკუნეში დაიწყეს და ხშირად იყენებენ საბრძოლო სცენებში. პიონერული გავს წინას,მაგრამ უფრო პატარა ზომისაა. ბას დასარტყამი დიდ დასარტყამთან შედარებით ოდნავ პატარაა (50-56 ს.მ ) ტამ-ტამები-აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტი. არსებობს დასარტყამი ინსტრუმენტების მწარმოებელი მრავალი ფირმა, მაგრამ ხანდახან დასარტყამი შეიძლება უ ბრალო ხის ნაჭერიც კი იქცეს.
დაირა
დაირა, დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მმ, დიამეტრი 350-490 მმ, სისქე - 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა უძველესი საკრავია.
დოლი
დოლი — ქართული დასარტყამი საკრავი. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი — მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტეს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანოს დროს — დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.
კლავიშებიანი საკრავები
საკრავები, რომლებიც ბგერას გამოსცემენ კლავიშებზე თითების მოძრაობით, კლავიშებიანი საკრავებია: ფორტეპიანო, როიალი; სასულეები - ორგანი, აკორდეონი; დასარტყამი - ჩელესტა, პატარა ზარები. კლავიშები მზადდება ხისაგან ან მეტალისაგან. განსაზღვრული თანმიმდევრობით დალაგებული კლავიშების ერთობლიობას კლავიატურა ეწოდება. იგი თანაბარ ნაწილებად - ოქტავებად იყოფა. ზოგადად, მუსიკაში "ოქტავა" არის ბგერათა რიგის მონაკვეთი ბგერა დო-დან ბგერა სი-ს ჩათვლით.
ფორტეპიანო
bibliografia:
tipi:veb-gverdi
avtori:qristine
TariRi:xuTSabaTi,5 maisi 2011 weli
No comments:
Post a Comment