საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად საინფორმაციო გადაცემებისადმი ინტერესი საქართველოში საგრძნობლად დაეცა და მაყურებელთა უმეტესობა უპირატესობას გასართობ და მუსიკალურ შოუებს ანიჭებს.
კომისიის დაკვეთით, BCG Research-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, რესპონდენტების 35.5% მუსიკალურ გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას; შემდეგ მოდის გასართობი თოქ–შოუები (29%); სატელევიზიო სერიალები (20%); მხატვრული ფილმები (16.2%) და იუმორისტული გადაცემები (15.7%).
No comments:
Post a Comment