Saturday, June 20, 2015

მუსიკის ჟანრები

pop musika
პოპ მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს "პოპ მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.


სტილის მიხედვით: ბაროკო პოპი - ბაბელგამ პოპი - ქანთრი პოპი - მომავლის პოპი - პოპ როკი - პოპ პანკი - პოპ რეპი - პაუერ პოპი - სინთპოპი/ელექტროპოპი ინდი პოპი - თინეიჯერული პოპი - ტრადიციული პოპი - პოპ მეტალი - სანშაინ პოპი
 რეგიონის მიხედვით: ამერიკული პოპი - ჩინური პოპი (კანტოპოპი, მანდოპოპი) - ტაივანური პოპი - ჰონგ კონგური ინგლისური პოპი ევროპოპი (ავსტროპოპი, ნიდერპოპი) - ინდური პოპი (ბჰანგრა, ფილმი) იაპონური პოპი - კორეული პოპი - იუგოსლავიური პოპი 
ჟანრობრივი წარმომავლობა: მთელი რიგი გავლენები. განსაკუთრებით, როკ ენ როლი, რიტმ ენ ბლუზი, რეგი, ჯაზი, ჰიპ ჰოპი და საცეკვაო მუსიკა. კულტურული წარმომავლობა: 1950-იანი წლების აშშ და ბრიტანეთი დამახასიათებელი ინსტრუმენტები: ელექტრო გიტარა, ბას გიტარა, დასარტყამები, დრამ მანქანა, კლავიშები, სინთეზატორი, ტარნტეიბლი მეინსტრიმული პოპულარობა: მსოფლიო. 1950-იანი წლებიდან. 
ქვეჟანრები:ბაბელგამ პოპი - დერთი პოპი - ტრადიციული პოპ მუსიკა


ბლუზი

ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.


ბლუზის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არაა ცნობილი, არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების, სადიდებლების და სხვათა ელემენტების შეზავებით. თვითონ სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს... ეს ბუნებრივია, რადგან "პირველი ბლუზმენები" ხომ აფროამერიკელი მონები იყვნენ.


ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი ... და დასარტყამები.


მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ " Blue ნოტებს". რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო . შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით . ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი იყო და ნახევრად მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა საშინელი რეალობის მიმართ, ოღონდ ისინი რამე ამბავს ან ისტორიას კი არ ჰყვებოდნენ, უფრო თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ.. Blues-ის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, "ბრმა ვილი ჯონსონი", ჰენრი ტომასი და სხვები..


ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს "ეშმაკის მუსიკას" უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.
ელექტრონული მუსიკა

ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი) და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია.


როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი, სემპლერი, კომპიუტერი, და მექანიკური დამრტყმელები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერული მუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის.

ოპერა
ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა არის სინთეზური, მასში გაერთიანებულია სიმღერა, სცენური მოქმედება, ინსტრუმენტული მუსიკა, დრამა და ა.შ. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი.

სიმფონია

სიმფონია (ბერძნ. συμφωνία — თანაჟღერა, συν — ერთად და φωνἠ — ბგერა) — სონატურ-ციკლური ფორმის ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია სიმფონიური ორკესტრისათვის. სიმფონია მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟანრია. ზოგჯერ მასში ჩართულია გუნდი და მომღერალი სოლისტები. სიმფონია იქმნება სიმებიანი, სასულე, ხალხური და სხვა. ორკესტრებისათვის სიმფონია ჩვეულებრივ 4 ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი — სონატური ალეგროს ფორმით; მეორე — ნელი, ლირიკული; მესამე — მენუეტი ან სკერცო, მეოთხე — ფინალი, ხშირად რონდოს ფორმის სასიმღერო-საცეკვაო თემებით. 

ქანთრი
ქანთრი (ინგ. Country), მეორე სახელწოდება ქანთრი ენდ უესტერნ (ინგ. Country and Western) (შემოკლებით С & W) — ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობა აშშ–ს სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთის შტატების მოსახლეობაში.

ჟანრობრივი წარმომავლობა: ფოლკი, გოსპელი, ანგლო–კელტური მუსიკა კულტურული წარმომავლობა: მეოცე საუკუნის დასაწყისი აშშ (ტენესი, ვირჯინია, კენტუკი) დამახასიათებელი ინსტრუმენტები: აკუსტიკური გიტარა, ვიოლინო, დობრო, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, დრამი, ბანჯო, მანდოლინა მეინსტრიმული პოპულარობა: 1920-იანებიდან დღემდე წარმოშობილი ფორმები: სამხრეთული როკი, ქანთრი როკი, როკ მუსიკა ქვეჟანრები ალტერნატიური ქანთრი – ქანთრი ბლუზი – ქანთრი როკი – ქანთრი სოული


ჯაზი

ჯაზი (ინგლ Jazz) ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ


ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.


მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.

ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“


მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი  უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი  კლარენს ვილიამსი და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.


მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი , ჯელი როლ მარტონი და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.


ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი . მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.


ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები.
  
ჰიმნი
სახელმწიფო ანუ ეროვნული ჰიმნი — საზეიმო სიმღერა, პატრიოტული მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მიღებულია სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლოდ. ქვეყნის მთავრობის მიერ იგი კანონით გამოცხადებულია სახელმწიფოს ოფიციალურ სიმღერად. ჰიმნს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც ტრადიციულად გამოხატულია სამშობლოს ქება, მისი წარსულის და მომავლის შეფასება, მოცემული ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის იდეა.


XIX და XX საუკუნეებში, ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობის შედეგად, ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეროვნული ჰიმნი, რომელიც სხვა საერთო პატრიოტული სიმღერების მსგავსად პოპულარული გახდა.





bibliografia:
tipi: veb-gverdi
saxeli: მუსიკალური ჟანრები
video: http://www.youtube.com Uploaded by   on  15.03.2011




No comments:

Post a Comment