მუსიკა რომ ჩვენი ცხოვრების ერთერთი განუყოფელი ნაწილია ეს დიდი ხანია კარგად იცით… მაგრამ ეხლახანს ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკა ადამიანს მოდუნებაში, დასვენებასა და ძილში ეხმარება. რაღათქმა უნდა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 200 მდე ახალგაზრდა,როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ახალგაზრდები დაყვეს ორ ნაწილად, ერთი ნაწილი მშვიდად, წყნარ გარემოში დასვეს (ან დააწვინეს) და სთხოვეს რომ დაეძინათ, მეორე ნაწილს კი აიპოდები დაურიგეს ისეთი მუსიკით, რომელიც მათ მოსწონდათ. ყოველივე ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა რომელიც ნაოშნიკებით სარგებლობდა, უფრო მალე დაიძინა. მეცნიერების განმარტებით, როდესაც ყურსასმენებით მუსიკა ჩაგვესმის, ვეთიშებით გარესამყაროს და ყურადღება მხოლოდ მუსიკაზე გვაქვს. შედეგად მუსიკა მოქმედებს ჩვენს ტვინზე. მუსიკის გავლენა ტვინზე ასე თუ ისე გვღლის და გვადუნებს, რისი მოხსნის საიკეთესო საშუალება ძილია და ორგანიზმი ამ დროს მობილიზებულია დასაძინებლად. მათ ასევე დაასკვნეს, რომ მუსიკა გვეხმარება ღრმა და ხარისხიან ძილში. თუ რატომ და როგორ მაგდენი ვეღარ მოვიძიე, მაპატიეთ
No comments:
Post a Comment