Saturday, June 20, 2015

მუსიკა და ადამიანი


   ალბათ საზოგადოების უმეტესობას, მათ შორის მეც, უყვარს მუსიკა
(ყველა თუ არა კონკრეტული ჟანრი მაინც), გააჩნიათ საყვარელი შემსრულებლის ესა თუ ის სიმღერა. საინტერესოა რატომაა იგი ჩვენთვის ასეთი მიმზიდველი, რატომ ვხდებით მასზე ”მიჯაჭვულები” (თინეიჯერების უმეტესობა ხომ ხშირად ყურსასმენებით დადიან ქუჩაში, ავტომობილებში ყველა რადიომიმღებს უსმენს...) და გარდა იმისა რომ მისი მოსმენით სიამოვნებას ვღებულობთ რა სარგებლობა ან უარყოფითი მხარე აქვს მას?
     თუ კარგად დაფიქრდებით მიხვდებით, რომ მუსიკა რაღაცით გავს საუბარს, როდესაც მუსიკა ”საუბრობს” ჩვენი გრძნობები უსმენენ.
    ”მუსიკა ფლობს მაგიურ ძალას, წამიერად ახდენს გაფანტული გონების კონცენტრაციას და ამშვიდებს აფორიაქებულ სულს” - ეს სიტყვები 3 საუკუნის წინ დაწერა უილიამ კონგრივმა თავის ჰარმონიის ჰიმნში ( Hymn to harmony).
    მუსიკალური აღზრდა ყველაზე ძლიერი იარაღია, რადგან რითმი და ჰარმონია აღწევს ყველაზე დაცულ, სიღრმისეულ და იდუმალ ადგილებს ადამიანის სულში.
    ფსიქოლოგი ენტონი სტორი თავის წიგნში ”მუსიკა და ტვინი” ( music and the mind) წერს: ”მუსიკა გასაოცარ ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, რომლებიც იტანჯებიან ნერვული სისტემის დაავადებით და მოძრაობის ფუნქციის მოშლილობით.
     ძველი დროის ექიმები ( ჰიპოკრატე, ცელსიუსი, გალენი და სხვა) თავიანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტალურ მუსიკას. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ისრაელთა სრულიად დაავადებული მეფე საული მშვიდდებოდა, როდესაც დავითის სიმღერასა და ქნარზე დაკვრას უსმენდა. დღესაც, იტალიის ქალაქებში, საფრანგეთში ( წმ. მადლენას ჰოსპიტალში), გერმანიაში (ჰალეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში) და სხვაგან, ფსიქიურად და ნერვიულად დაავადებული ავადმყოფების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუსიკას.
     სათანადოდ შერჩეულმა მუსიკამ შეიძლება თავისებური კათარზისის როლი შეასრულოს, ე.ი. მოხსნას, განმუხტოს ადამიანში დაგროვილი მძაფრი ვნებანი, მძიმე განცდები, განუწყვეტელი შინაგანი კონფლიქტები. მუსიკით შეიძლება შესუსტდეს მეტისმეტი აღგზნებულობა, მოიხსნას დამქანცველი ნერვიული და ფიზიკური გადაღლილობა ან პირიქით გაძლიერდეს, აღიგრძნოს.

მუსიკალური ინსტრუმენტები

მუსიკალური ინსტრუმენტი — მოწყობილობა, რომელიც შექმნილი ან/და გამოყენებულია მუსიკალური ხმის მისაღებად. ამ თვალსაზრისით, ყველაფერი შეიძლება მუსიკალურ ინსტრუმენტს მივაკუთვნიოთ, რაც მუსიკალურ ხმას გამოსცემს. ესაა ის მიზეზი, რის გამოც სხვადასხვა ობიექტი მუსიკალურ ინსტრუმენტად იქცევა. მუსიკალური ინსტრუმენტების ისტორია იწყება კაცობრიობის კულტურულ ცხოვრების დაწყებასთან ერთად. მუსიკალური ინსტრუმენტების სწავლების აკადემიურ დისციპლინას ორგანოლოგია ჰქვია.


სადავო სტატუსის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტის წარმოშობა თარიღდება ქრისტეს შობამდე 65 000 წლით. არტიფაქტების მიხედვით, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, პირველი ადრეული ფლეიტა თარიღდება ქრისტეს შობადე 35 000 წლით. თუმცა, ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოშობის სპეციფიკური დროის განსაზღვრა შეუძლებელია, თავად ამ ტერმინის სუბიექტური განსაზღვრების გამო.


მუსიკალური ინსტრუმენტები ვითარდებოდა დამოუკიდებლად მსოფლიოს სხვადასხვა დასახლებულ რეგიონში. თუმცა, ცივილიზაციების კონტაქტმა გამოიწვია მუსიკალური ინსტრუმენტების სწრაფი გავრცელება და ადაპტირება ისეთ რეგიონებშიც, რომელიც შორსაა კონკრეტული საკრავის წარმოშობის ადგილიდან. შუა საუკუნეებში ინსტრუმენტებს მესოპოტამიიიდან აღმოვაჩენდით მალაის არქიპელაგზე, ხოლო ევროპელები უკრავდნენ ჩრდილო-აფრიკული წარმოშობის ინსტრუმენტებზე. განვითარება ამერიკაში შედარებით ნელი ტემპებით ხასიათდება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აქ დივერსიფიკაციას ადგილი არ აქვს: ჩრდილოეთი, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა ხასიათდება ერთი და იმავე მუსიკალური ინსტრუმენტებით.


სიმებიანი საკრავები (ქორდოფონები) — მუსიკალური საკრავები, რომელთა ბგერის წყაროა დაჭიმული სიმები. ბგერის სიმაღლეს ცვლის სიმის დამოკლება (მაგალითად ვიოლინოზე) ან მუდმივად გარკვეულ სიმაღლეზე აწყობილი (საკრავის დიაპაზონის ფარგლებში) სიმები (მაგალითად ფორტეპიანო). სიმებიანი საკრავების უმრავლესობა მზადდება სხვადასხვა ჯიშის ხისაგან, ხოლო ბგერის ძირითადი გამომცემი, დეკა, ე. წ. სარეზონანსო ნაძვის ან ფიჭვისაგან. ლითონი, ჩვეულებრივ (სიმების გარდა), გამოიყენება მხოლოდ მექანიზმის დასამაგრებელი დეტალებისათვის. სიმებიანი საკრავები იყოფა შემდეგ ჯგუფებად: ხემიანი, ჩამოსაკრავი, დასარტყმელი, დასარტყმელ-კლავიშებიანი, და შამოსაკრავ-კლავიშებიანი საკრავები.
გიტარა
გიტარა — სიმებიანი საკრავია, რომელიც ძირითადად იკვრება თითებით ან მედიატორით. ძირითადად იგი არსებობს ექვს, შვიდ და თორმეტსიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდება სხვადასხვა ხისაგან, ხოლო სიმები ცხოველების ნაწლავებისაგან. თუმცა სიმების ტრადიცია არ არის შენარჩუნებული, და თანამედროვე სიმები არის ნეილონის და ფოლადის. ზოგიერთი თანამედროვე გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატით. არსებობს გიტარის ძირითადი ორი ოჯახი: აკუსტიკური და ელექტრო. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა მოსახერხებელი
.აკუსტიკური გიტარა (და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები) ამოჭრილი კორპუსით უკვე ათას წელზე მეტია გამოყენებაში. თანამედროვე აკუსტიკური გიტარის სამი ძირითადი ტიპი არსებობს: კლასიკური გიტარა (ნეილონის სიმებიანი), ლითონის სიმებიანი აკუსტიკური გიტარა და არქტოპ გიტარა. აკუსტიკური გიტარების ტონალობა წარმოქმნილია სიმების ვიბრაციით, რომელსაც აძლიერებს გიტარის კორპუსი. კლასიკური გიტარა ხშირად იკვრება როგორც სოლო ინსტრუმენტი თითების ამოკვრის ტექნიკით. ელექტრო გიტარა იქნა წარმოდგენილი 1930-იან წლებში. ელექტრო გიტარებმა მალევე მოახდინა გავლენა თანამედროვე კულტურაზე. გიტარა არის მიჩნეული მთავარ ინსტრუმენტად ისეთ მუსიკის ჟანრებში, როგორიცაა ბლუზი, ბლუგრასი, ქანთრი, ფლამენკო, ჯაზი, ხოტა, მარიაჩი, რეგი, როკი, სოული და ბევრი სხვა პოპის ფორმებში

გიტარის სამშობლო ცნობილი არ არის. ვარაუდობენ, რომ იგი წარმოიშვა ძველ საბერძნეთში, მაგრამ შემდგომში მისი მეორე სამშობლო გახდა ესპანეთი, სადაც VIII—IX საუკუნეებში ეს საკრავი ფართოდ გავრცელდა. ესპანეთიდან გიტარა მთელ ევროპაში გავრცელდა. საქართველოში ის მე-19 საუკუნეში შემოვიდა და მტკიცედ დამკვიდრდა. ქართულ ხალხურ ქალაქურ ბევრ სიმღერას გიტარა უწევს თანხლებას.


გიტარის სამშობლო აღმოსავლეთია. თარი სპარსულად სიმს ნიშნავს, ხოლო თარის წინდებულები (დუ-ტარი, სი-ტარი) ოდესღაც სიმთა რიცხვს გამოხატავდა. დუ ნიშნავდა ორს, სი- სამს. ასე რომ ”გიტარა” ნიშნავდა სამსიმიანს.


ჩვენს ერამდე დიდი ხნით ადრე გიტარა აღმოსავლეთიდან საბერძნეთში მოხვედრილა, იქ, დროთა განმავლობაში დაივიწყეს, რომ ”სიტარა” სამსიმიან საკრავს ნიშნავდა და ასეთი სახის ოთხ და მრავალსიმიან სხვა საკრავებსაც "სიტარა", შემდეგ კი გიტარა შეარქვეს.


ბაროკოს ეპოქაში ბაროკოს გიტარა (ლუტა, მანდოლინა, ბარბათი და ა.შ.) ხშირად იყენებოდა კამერულ ორკესტრებში. ამ ინსტრუმენტს იყენებდნენ: ანტონიო ვივალდი, იოჰან სებასტიან ბახი და სხვები.


რომანტიზმის პერიოდში გიტარას ხშირად იყენებდა ნიკოლო პაგანინი.
დასარტყმელი საკრავები , მუსიკალური საკრავები, რომლებსაც ხელის, ჯოხის ან ბურთისებრი, თავზე ქეჩაგადაკრული ორი მსხვილი ხის მონაცვლეობით ან ერთდროულად დარტყმით აჟღერებენ. ამზადებენ ქვის, თიხის, ხის, ტყავის, ბრინჯაოს, სპილენძისა და ვერცხლისაგან.


დასარტყმელი საკრავები ორგვარია: გარკვეული სიმაღლის ბგერის მქონე - ტიმპანები, ზარები, ქსილოფონი, ფლექსატონი, ტუბაფონი, ვიბრაფონი — და საკრავები, რომელთაც გარკვეული სიმაღლის ბგერა არ გააჩნიათ — დაფი, დაფდაფი, თეფშები, ტამტამი, გონგი, სამკუთხედი, კასტანიეტები, მარიმბა, დიპლიპიტო, დაირა და დოლი. დასარტყმელი საკრავების უმეტესობა საანსამბლოა, იყენებენ სიმფონიურ ორკესტრებშიც. პარტიტურაში იწერება სპილენძის საკრევებსა და არფას შორის. საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებული იყო ბობღანი (დაფდაფი), დაირა (დაფი), დიპლიპიტო, დოლი, დუმბული, ლინი, სპილენძჭური, ტაბლაკი, ქოსიმ წინწილა და სხვა. ამჟამად გავრცელებულია დაირა, დოლი, დიპლიპიტო. ამ საკრავებს უმეტესად ცეკვების სააკომპანემენტოდ იყენებენ. დასარტყმელი საკრავებს რიტმულ საკრავებსაც უწოდებენ; მათი მთავარი დანიშნულება მუსიკალური ნაწარმოების მეტრ-რიტმის გამახვილება, მისი ნაირსახეობით წარმოდგენაა.


დასარტყამი(ხშირად დოლს უძახიან) არის მუსიკალური ინსტრუმენტი რომელზეც ხელის ან ჯოხის დარტყმით უკრავენ.
დასარტყმელი საკრავები , მუსიკალური საკრავები, რომლებსაც ხელის, ჯოხის ან ბურთისებრი, თავზე ქეჩაგადაკრული ორი მსხვილი ხის მონაცვლეობით ან ერთდროულად დარტყმით აჟღერებენ. ამზადებენ ქვის, თიხის, ხის, ტყავის, ბრინჯაოს, სპილენძისა და ვერცხლისაგან. დასარტყმელი საკრავები ორგვარია: გარკვეული სიმაღლის ბგერის მქონე - ტიმპანები, ზარები, ქსილოფონი, ფლექსატონი, ტუბაფონი, ვიბრაფონი — და საკრავები, რომელთაც გარკვეული სიმაღლის ბგერა არ გააჩნიათ — დაფი, დაფდაფი, თეფშები, ტამტამი, გონგი, სამკუთხედი, კასტანიეტები, მარიმბა, დიპლიპიტო, დაირა და დოლი. დასარტყმელი საკრავების უმეტესობა საანსამბლოა, იყენებენ სიმფონიურ ორკესტრებშიც. პარტიტურაში იწერება სპილენძის საკრევებსა და არფას შორის. საქართველოში ძველთაგანვე გავრცელებული იყო ბობღანი (დაფდაფი), დაირა (დაფი), დიპლიპიტო, დოლი, დუმბული, ლინი, სპილენძჭური, ტაბლაკი, ქოსიმ წინწილა და სხვა. ამჟამად გავრცელებულია დაირა, დოლი, დიპლიპიტო. ამ საკრავებს უმეტესად ცეკვების სააკომპანემენტოდ იყენებენ. დასარტყმელი საკრავებს რიტმულ საკრავებსაც უწოდებენ; მათი მთავარი დანიშნულება მუსიკალური ნაწარმოების მეტრ-რიტმის გამახვილება, მისი ნაირსახეობით წარმოდგენაა. დასარტყამი(ხშირად დოლს უძახიან) არის მუსიკალური ინსტრუმენტი რომელზეც ხელის ან ჯოხის დარტყმით უკრავენ.
დასარტყამი გამოიყენება იმისთვის რომ შექმნას სიმტკიცე და რითმი სიმღერაში. როგორც წესი თუ კომპოზიტორს უნდა რომ სიმღერა ნელი იყოს დასარტყამს ნელა უკრავს და თუ ჩქარი სწრაფად. დასარტყამების სახეებია დიდი დასარტყამი(თურქული)-მასზე ორივე მხრიდან შეიძლება დაკვრა მისი ხმა ძლიერი და დახშულია. პატარა დასარტყამი-მისი გამოყენება ოპერაში მეჩვიდმეტე საუკუნეში დაიწყეს და ხშირად იყენებენ საბრძოლო სცენებში. პიონერული გავს წინას,მაგრამ უფრო პატარა ზომისაა. ბას დასარტყამი დიდ დასარტყამთან შედარებით ოდნავ პატარაა (50-56 ს.მ ) ტამ-ტამები-აფრიკული დასარტყამი ინსტრუმენტი. არსებობს დასარტყამი ინსტრუმენტების მწარმოებელი მრავალი ფირმა, მაგრამ ხანდახან დასარტყამი შეიძლება უ ბრალო ხის ნაჭერიც კი იქცეს.

დაირა
დაირა, დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ანდა თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული. დაირა, ცნობილია აგრეთვე დაფის სახელწოდებით. რკალს შიდა მხრიდან სპილენძის ან ვერცხლის ეჟვნებს, პატარა რგოლებს, მონეტებს ან ბალთებს ჩამოკიდებენ ხოლმე საკრავის ასაჟღერებლად. დაირის რკალის სიმაღლე 40-60 მმ, დიამეტრი 350-490 მმ, სისქე - 8-9 მმ. დაირაზე უკრავენ სხვადასხვა ხალხურ ცეკვებისა და ზოგჯერ სიმღერების რიტმებსაც. დიდი გამოყენება აქვს პროფესიული ინსტრუმენტულ და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლებში. უჭირავთ უმეტესად ორი ხელით და უკრავენ თითბითა და ხელისგულით. სუფთა და მკაფიო ბგერების მისაღბად დაკვრის წინ შეათბობენ ხოლმე. დაირა უძველესი საკრავია.

დოლი
დოლი — ქართული დასარტყამი საკრავი. დოლი გავრცელებულია საქართველოს ბარის კუთხეებში. დოლი წარმოადგენს ხის პატარა ცილინდრულ კორპუსს, რომლის ორივე მხარეზე გადაკრულია ტყავი. ტყავი დამაგრებულია თასმებით და მასში გაყრილია რკინის რგოლები, რომლებითაც იჭიმება ტყავი. დოლის სიმაღლე ისე შეეფარდება ჟღერადი ზედაპირის დიამეტრს, როგორც 3:1. დოლზე (უფრო მეტად) უკრავენ ხელებით ან ჯოხებით. ზოგჯერ ჯოხს გაგანიერებული ბოლო აქვს. დოლი უჭირავთ მარცხენა იღლიის ქვეშ ან ჩამოკიდებული აქვთ. უკრავენ მჯდომარე მდგომარეობაში. ზოგჯერ მედოლე თვითონაც ცეკვავს. დოლზე ჯოხებით დაკვრისას, ერთი ჯოხით ურტყამენ ცალ მხარეს (ტყავზე), მეორეთი — მეორე მხარეს. ჯოხებს აქვთ ყულფები, რომლებითაც ჯოხები შემსრულებელს ხელებზე აქვს მიმაგრებული. დოლზე მიიღწევა ტრელები, ტრემოლო, ფორშლაკები. როდესაც ფორტეს ეფექტის მიღწევა სურთ, უკრავენ შუა ადგილას, ხოლო პიანოს დროს — დოლის ნაპირებზე. დოლის კორპუსი კეთდება ხისაგან. მისცემენ ცილინდრის ფორმას და გადააკრავენ ტყავს, რომელსაც ამაგრებენ თოკით ან თასმით. დოლზე უკრავენ ძირითადად მამაკაცები; ცეკვის დროს დოლი ხაზს უსვამს ცეკვის რიტმს. დოლთან ერთად ხშირად ხდება სხვა ერთი რომელიმე საკრავის გაერთიანება ანსამბლად, მაგალითად ჩონგურის ან ჭიბონის, ზურნის, დუდუკების და იშვიათად სალამურის.

კლავიშებიანი საკრავები
საკრავები, რომლებიც ბგერას გამოსცემენ კლავიშებზე თითების მოძრაობით, კლავიშებიანი საკრავებია: ფორტეპიანო, როიალი; სასულეები - ორგანი, აკორდეონი; დასარტყამი - ჩელესტა, პატარა ზარები. კლავიშები მზადდება ხისაგან ან მეტალისაგან. განსაზღვრული თანმიმდევრობით დალაგებული კლავიშების ერთობლიობას კლავიატურა ეწოდება. იგი თანაბარ ნაწილებად - ოქტავებად იყოფა. ზოგადად, მუსიკაში "ოქტავა" არის ბგერათა რიგის მონაკვეთი ბგერა დო-დან ბგერა სი-ს ჩათვლით.

ფორტეპიანო

ფორტეპიანო, ბგერას ანუ ხმას გამსცემს ჩაქუჩის სიმზე დარტყმით. სიმები გადაჭიმულია რეზონანსულ დეკაზე (პიანინოში დეკა-დაფა განლაგებულია ვერტიკალურად, როიალში კი ჰორიზონტალურად). თანამედროვე ფორტეპიანოს გააჩნია ორი ან სამი პედალი. ძველებურ ინსტრუმენტებში, ამავე დანიშნულებით მოწყობილი იყო ბერკეტები, რომლებსაც შემსრულებელი-პიანისტი მუხლებით მართავდა.




bibliografia:
tipi:veb-gverdi
avtori:qristine
TariRi:xuTSabaTi,5 maisi 2011 weli

მუსიკის გავლენა ადამიანზე



ყველასათვის ცნობილია, რომ მუსიკას დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანზე. მუსიკას სამკურნალო მიზნებისთვისაც კი იყენებენ.მაგალითად საბერძნეთში ეპიდავროსის ტაძარში , ცნობილი ექიმი ესკულაპი მუსიკას იყენებდა სულიერ დაავადებულთა მკურნალობის მიზნით.პითაგორას თქმით "მუსიკით შეიძლება ვუმკურნალოთ ადამიანის შეშლილობას."

ძველი დროის ექმიმები --ჰიპოკრატე,თეოფრასტე,ცელსიუსი, აურელიანუსი,გალენი და სხვ.თავანთ სამკურნალო პრაქტიკაში ფართოდ იყენებდნენ ვოკალურ და ინსტრუმენტალურ მუსიკას. ბიბლიიდან ცნობილია, რომ ისრაელთა სულიერად დაავადებული მეფე საული მშვიდდებოდა, როდესაც დავითის სიმღერას და ქნარზე დაკვრას უსმენდა.დღესაც,იტალიის ქალაქებში,საფრანგეთში(წმ.მადლენას ჰოსპიტალში),გერმანიაში(ჰალეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში)და სხვაგან,ფსიქიურად და ნერვიულად დაავადებული ავადმყოფების მკურნალობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მუსიკას.
ყაზახელმა პროფესორმა დოგელმა დაამტკიცა, რომ მუსიკალური ბგერების სხვადასხვა სიმაღლე,ძალა და ტემბრი სხვადასხვაგვარად მოქმედებს ადამიანის სისხლის მიმოქცევაზე, გულისცემის აჩქარება-შენელებაზე, მაჯისცემის ტალღის აწევა-დაწევაზე. გერმანელი პროფესორ ჰ.მენტცის აზრით სასიამოვნო ბგერები ანელებენ გულის მუშაობას,ხოლო უსიამო ბგერები აჩქარებენ. პარიზის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროფესორმა ფერემ დაასკვნა, რომ მხიარული მელოდიები აფართოებენ სისხლძარღვებს და აძლიერებენ კუნთობვან ენერგიას, ხოლო ნაღვლიანი,დეპრესიული, სევდიანი მელოდიები იქვევენ კუნთოვანი ენერგიის მოდუნებას.
სათანადოდ შერჩეულმა მუსიკამ შეიძლება თავისებური კათარზისის როლი ითამაშოს , ე.ი. მოხსნას, განმუხტოს ადამიანში დაგროვილი მძაფრი ვნებანი,მძიმე განცდები, განუწყვეტელი შინაგანი კონფლიქტები.მუსიკით შეიძლება შესუსტდეს მეტისმეტი აღგზნებულობა ,მოიხსნას დამქანცველი ნერვიული და ფიზიკური გადაღლილობა ან პირიქით, გაძლიერდეს, აღიგრძნოს .შესაბამისად იმისდა მიხედვით თუ რა მუსიკას უსმენს ადამიანი შეიძლება გავარკვიოთ მისი შინაგანი მდგომარეობა, დავინახოთ მისი სულიერი განცდები, ფიქრები , ჩამოვაყალიბოთ ადამიანის სულიერი პორტრეტი და საერთოდ ვიმსჯელოთ ამ ადამიანის რაობაზე. კონკრეტულად კი ესა თუ ის მუსიკალური მიმდინარეობა, ჟანრი , რომელსაც პიროვნება უსმენს ნათლად მიუთითებს თუ რა სახის ადამიანთან გვაქვს ურთიერთობა , როგორი სულიერი სიცარიელის შესავსებად სჭირდება მას ეს მუსიკა და რა სახის დეპრესია შეიძლება დაემართოს მას.

უნდა აღინიშნოს, რომ თავისი სიღრმით,ხარისხის და სიმძიმის მიხედვით დეპრესია შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, დაწყებული იოლი სუბდეპრესიული მდგომარეობიდან ნორმაში, მძიმე აუტოაგრესიამდე.( გააჩნია რა მუსიკას უსმენს -ანუ "პაპსადან"---"ბლექამდე").განმარტოება, საზოგადოებიდან მოწყვეტა,ნდობის ნაკლი,სულიერი სიცარიელის განცდა,რწმენის დაკარგვა,შიში,ღელვა,ეჭვი,უიმედობის გრძნობა, მოუსვენრობა, დარდი , ზოგჯერ თვითდამცირებაც კი ---განეკუთვნება სუბ-ანდა ჰიპოდეპრესიებს. მძიმე დეპრესიულ გამოვლინებებში შეიძლება წარმოდგენილი იქნას,როგორც აზრი საკუთარი დანაშაულისა და ცოდვის განცდა, უიმედობა აწმყოში და სრული წყვდიადი მომავალში,აუტოაგრესია ,თვითდასჯის ცდები და სუიციდი.


1.ადამიანები , რომლებიც უსმენენ მძიმე მუსიკას- ( მძიმე როკი,მეტალი-თავისი მრავალი მიმდინარეობებითურთ) --- ასეთი ადამიანების დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ ვერ მოახერხა ცხოვრებაში, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და საკუთარი თავის რეალიზაცია. ყოველივე ამიში კი ისინი ადანაშაულებენ სხვებს, შესაბამისად მუსიკაც და ტექსტებიც გამსჭვალულია აგრესიით სხვების მიმართ. ისეთი მოვლენების, საგნების, ცნებების მიმართ როგორიცაა :მზე, სინათლე, სიყვარული მათ მობეზრდათ ამდენი სიტკბო და სიტკბოებაში ჩაძირული ადამიანების ყურება.ჰგონიათ რომ საჭიროა საზოგადოება გამოაფხიზლონ და ამისათვის ყველანაერ საშუალებას იყენებენ. ხშირად ამის გამო უმღერიან სიბნელეს[dark] სიძულვილს,სატანას და ა.შ.

2.ადამიანები, რომლებიც უსმენენ -როკს,პანკ-როკს, მელანქოლიურ-დეპრესიულ მუსიკას- მუსიკას , რომელიც უმღერის ამცხოვრების ამაოებას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს გარკვეული ოპტიმიზმის ელემენტს--- აქ ყველაფერი სისულელეა, ამაოებაა, მაგრამ უნდა იცხოვრო მაინც ,იკაიფო,დალიო,გაიხარო და "ბლეზეც ყანტი ვინ რას ფიქრობს"--- ასეთი მუსიკის მსმენელების დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს :ტკივილი, შიში, შფოთი, სევდა .ადამიანში ტკივილი და შიში მთლიანობაში ვლინდება, მაგრამ გადაინაცვლებენ რა ისინი პიროვნების დონეზე , გვევლინებიან როგორც გაერთიანებული ინტელექტუალური ემოცია დეპრესიის სახით. ასეთი სახის დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნებია : შიში და ყოყმანი,ნდობისა და სიმართლის რწმენის დაკარგვა, სინდისის დეპრივაციაში დარწმუნება,მორალური წახდენილობის იდეები,ამორალური ქცევის გამოვლენის სურვილი, "ფეხებზემკიდიას" როლის თამაში და საკუთარ თავთან და სინდისთან მარტო დარჩენის შიში.

3.ადამიანები, რომლებიც უსმენენ- ჰიპ-ჰოპს,რეპს-ანუ ქართულ რეალობაში ე.წ.კაიბიჭურ-ძველბიჭური მენტალიტეტის მქონე ხალხი, ძირითადად განიცდიან დეპრესიულ-ჰალუცინატორულ და დეპრესიულ-ბოდვით სინდრომებს.ისინი ებრძვიან არარეალურ ვიღაცეებს ან რაღაცეებს , ცდილობენ დაამკვიდრონ თავიანთი ცხოვრების წესი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუმართლათ ცხოვრებაში , აშკარად

4 ადამიანები , რომლებიც უსმენენ ჯაზზს, ბლუზს, ფოლკლორს,კლასიკას . აღსანიშნავია , რომ ამ კატეგორიაში შედარებით ასაკოვანი ხალხი შედის, ანუ ისეთი ,რომლებმაც ზემოთჩამოთვლილთაგან ერთერთი საფეხური უკვე გაიარეს. მათთვის დამახასიათებელია " ფარული" , "შეცვლილილი" ან "შენიღბული დეპრესია"- - მათ მობეზრებული აქვთ ყოველგვარი ამქვეყნიური სიტკბო-სიამე და ეძებენ ჰარმონიას.პესიმისტური და სუიციდალური განწყობის პიროვნების ზოგადუარყოფითი ცხოვრების მოდუსი თავისებურად კომპენსირებულია მომეტებული შრომითი რეჟიმით,რომელიც სულის განგაშს ახშობს, პროტესტის სახით აქტიურ მობილიზაციას ახდენს საკუთარი ძალების პიროვნების უბედურებასთან საბრძოლველად. ასეთი ფარული დეპრესიის დროს ადამიანს ყურადღება გადააქვს ,ოჯახსა და სამსახურზე.

5 ე.წ." პაპსავიკები" რომლებიც უსმენენ იმას რასაც მათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აწვდის. ასეთ ადამიანებს ძირითადად ემართებათ ნევროზული და სუბდსიქოზური დეპრესია. დეპრესიაში არსებულ ბოდვითი სინდრომი ადამიანს მხოლოდ სწორხაზოვანი აზროვნების საშუალებას აძლევს. ასეთი დეპრესიის დამახასიათებელი თვისებებია უუნარობა,მარტოობის და განსხვავებული აზრის გამოთქმის მანიაკალური შიში, ზოგჯერ უსაფუძვლო თვით ტკბობა და ა.შ.

6.ფოლკლორის მსმენელები --- ასეთი ადამიანები ძირითადად აღსავსე არიან პატრიოტული გრძნობებით . მათთვის დამახასიათებელია ე.წ. "ეროვნული" დეპრესია, რადგან "ერის ტკივილი-მათი ტკივილია". ისინი ძალიან გულღია,ალალი და მეამიტი ხალხია.ადვილია მათი წყენინება.მუდმივად აწუხებთ შიში და შფოთი იმისა ვაითუ ვერაფერი ღირებული ვერ დატოვონ ამ ქვეყანად.ხშირად მისტირიან წარსულს და თვლიან , რომ "ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება უარესობისაკენ მიემართება":)დეპრესიაც ძირითადად ამ ნიადაგზე ემართებათ.ხშირად აწუხებთ აკვიატებული აზრებიც(ნაციონალისტური ხასიათის), რომლებიც ზოგჯერ გადაიზრდება ჰიპოქონდრიულ დეპრესიაში- (შოვინისტური ხასიათის).

7.კლასიკური მუსიკის მსმენელები- აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის ძალიან ბევრი სხვადასხვა ხელოვნების წარმომადგენლები-მხატვრები,მწერლები,თავად მუსიკოსები და ა.შ. ანუ შემოქმედი-ხელოვანი ადამიანები.ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ განსაკუთრებულადაც არიან გამორჩეულები სხვებისგან. მათთვის დამახასიათებელია ე.წ."მძიმე,ჩაკეტილი დეპრესია"-ასეთი სახის დეპრესიის ნიშნებია, ჩაკეტილობა,მძიმე ხასიათი, არა მკვეთრად გამოხატული შინაგანი შფოთი და მოუსვენრობა,აკვიატებული აზრები,ყველაფრის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება, საკუთარი სამყაროს შექმნა და იქ ცხოვრება.

8.ელექტრონული მუსიკის მსმენელები--- ამ ჯგუფის ადამიანები საკმაოდ აქტიური და ენერგიულები არიან.შესაბამისად მათი ცხოვრების რიტმიც საკმაოდ სწრაფია და შესაბამისად უფრო ნაკლენია დეპრესიის გამოვლენის შესაძლებლობა.ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელია -ე.წ. აჟიტირებული დეპრესია- ყოველგვარი "რუტინის" წინააღმდეგ ბრძოლა.დეპრესიული განწყობა შეიძლება ჩამოყალიბდეს მკვეთრად ჩამოყალიბებული ინდივიდუალურობის და გარესამყაროს ურთიერთდაპირისპირება-შეჯახების საფუძველზე.

9.საქეიფო , ე.წ. სუფრული მუსიკის მოყვარულები-- ამ ტიპის ადამიანები გარკვეულწილად გვანან კიდეც ზემოთ განხილულ (2 კატეგორიის) ადამიანებს.მსგავსება იმაში მდგომარეობს , რომ ამ ადამიანების, რომ შეიძლება ცხოვრება ამაოა, მაგრამ რადგან "ნიახური არა ხარ , რომ მეორედ მოხვიდე", ამიტომ უნდა იქეიფო,დალიო,ღიპი დაიდო,იცეკვო,იმხიარულო და შენი გაისწორო,თუმცა გამოთქმა "ბლეზეც ყანტი, ვინ რას ფიქრობს" ამ ტიპის ადამიანებს სრულებით არ შეესაბამება.მათთვის ძალიანაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი! ასეთი ტიპის ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბავშურები და გულუბრყვილოები არიან, ხშირად კონფლიქტების და აყალმაყალის მოთავეებიც ხდებიან.მათი დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნებია: უსუსურობის და უიმედობის შეგრძნება,პათოლოგიური მელანქოლია, შეგრძნება იმისა, რომ არავის სჭირდება,არავის უყვარს და რომ საერთოდ ზედმეტია.

10. უკატეგორიო-კატეგორია--- სპეციალურად იმ ადამიანთათვის , ვინც საკუთარი თავი ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ კატეგორიაში ვერ დაინახა ან ვინც რამდენიმე მათგანში ან საერთოდ ყველაში დაინახა. ასეთი ტიპის ადამიანები ან საერთოდ არ უსმენენ მუსიკას(მაგრამ მათზე მე აქ არ შევჩერდები, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ჩემი კვლევის საგანს ) ან უსმენენ - ყველაფერს-სიტუაციის და განწყობის შესაბამისად. ასეთი ადამიანები-საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოები არიან.ისინი ადვილად ეგუებიან ცვლილებებს და ნებისმიერ გარემოში კარგი ორიენტაციის უნარი აქვთ და გამუდმებით ეძებენ საკუტარ თავს. მათი დეპრესიაში ჩაგდება შეუძლია ძალიან წვრილმან რამესაც კი.მათთვის დამახასიათებელი დეპრესიული ნიშნებია-საკუთარი უბედურებისა და გამუდმებული ერთფეროვნების შეგრძნება,სამყაროში საკუთარი ადგილის ვერ პოვნა და ამის გამო გამუდმებული თვითგვემა და ა.შ. თუმცა ,აქვე უნდა აღინიშნოს, ასეთი ტიპის ადამიანები ძალიან ღრმა დეპრესიის დროსაც კი ინარჩუნებენ ოპტიმიზმს, რაც მათ ეხმარებათ დეპრესიიდან თავის ადვილად დაღწევაში და ახალი ძალების მოკრებაში.

ბოლოთქმა

რათქმაუნდა , გარკვეულწილად უტრირებული და გაზვიადებულია ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები, თუმცაღა ეს ყველაფერი იმის საჩვენებლად უფრო ჩამოვაყალიბე და გამოვყავი , რათა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი მუსიკის როლისთვის პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საერთოდ , ცხადია ადამიანის გემოვნების განვითარებაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას , მაგრამ მათ შორის უპირველესია ხელოვნება, კერძოდ კი ხელოვნების ისეთი გავრცელებული დარგები როგორიცაა მუსიკა, კინო , ლიტერატურა და ა.შ. მათ შორის კი ჩემის აზრით უპირველესია მუსიკა , პირველრიგში იმიტომ , რომ უფრო ხელმისაწვდომია. მისი ბუნება კარგად ერგება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების -(ტელევიზია,რადიო,ინტერნეტი)ბუნებას, უფრო მეტიც მრავალი მის მთლიანად ეთმობა მუსიკას.მეორე იმიტომ , რომ იგი უფრო ადვილად აღსაქმელია და ბევრი ფიქრი და მსჯელობა არ სჭირდება-მოსმენისა და აღქმის დრო თანადროულია და მესამეც იმიტომ , რომ ჩემის აზრით, ყველაზე ძლიერად და სწრაფად შეუძლია ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა.
  



bibliografia:
tipi:veb-statia
saxelwodeba: მუსიკის გავლენა ადამიანზე
avtori: ნინიკ
gamomcemlobis TariRi: 18 მარტი, 12:30



მუსიკის ჟანრები

pop musika
პოპ მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს "პოპ მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.


სტილის მიხედვით: ბაროკო პოპი - ბაბელგამ პოპი - ქანთრი პოპი - მომავლის პოპი - პოპ როკი - პოპ პანკი - პოპ რეპი - პაუერ პოპი - სინთპოპი/ელექტროპოპი ინდი პოპი - თინეიჯერული პოპი - ტრადიციული პოპი - პოპ მეტალი - სანშაინ პოპი
 რეგიონის მიხედვით: ამერიკული პოპი - ჩინური პოპი (კანტოპოპი, მანდოპოპი) - ტაივანური პოპი - ჰონგ კონგური ინგლისური პოპი ევროპოპი (ავსტროპოპი, ნიდერპოპი) - ინდური პოპი (ბჰანგრა, ფილმი) იაპონური პოპი - კორეული პოპი - იუგოსლავიური პოპი 
ჟანრობრივი წარმომავლობა: მთელი რიგი გავლენები. განსაკუთრებით, როკ ენ როლი, რიტმ ენ ბლუზი, რეგი, ჯაზი, ჰიპ ჰოპი და საცეკვაო მუსიკა. კულტურული წარმომავლობა: 1950-იანი წლების აშშ და ბრიტანეთი დამახასიათებელი ინსტრუმენტები: ელექტრო გიტარა, ბას გიტარა, დასარტყამები, დრამ მანქანა, კლავიშები, სინთეზატორი, ტარნტეიბლი მეინსტრიმული პოპულარობა: მსოფლიო. 1950-იანი წლებიდან. 
ქვეჟანრები:ბაბელგამ პოპი - დერთი პოპი - ტრადიციული პოპ მუსიკა


ბლუზი

ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.


ბლუზის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არაა ცნობილი, არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების, სადიდებლების და სხვათა ელემენტების შეზავებით. თვითონ სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს... ეს ბუნებრივია, რადგან "პირველი ბლუზმენები" ხომ აფროამერიკელი მონები იყვნენ.


ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან - საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი ... და დასარტყამები.


მელოდიურად ბლუზის განმასხვავებელი ნიშანია დადაბლებული მესამე, მეხუთე და მეშვიდე საფეხურების გამოყენება, ამას უწოდებენ " Blue ნოტებს". რაც შეეხება ტექსტს, თავდაპირველად მარტო ერთხაზიანი იყო, რომელიც მეორდებოდა სამჯერ, რათა წრე შეკრულიყო . შემდეგ უფრო სტანდარტული გახდა ორი ხაზის გამეორება და მესამე-განსხვავებული, დასკვნის სახით . ძირითადად ბლუზი ისე იმღერებოდა, რომ ნახევრად რითმული ლაპარაკი იყო და ნახევრად მელოდია. თავდაპირველად ბლუზის ძირითადი თემა იყო დარდის, უკმაყოფილების გამოხატვა საშინელი რეალობის მიმართ, ოღონდ ისინი რამე ამბავს ან ისტორიას კი არ ჰყვებოდნენ, უფრო თავიანთ გრძნობებს გამოხატავდნენ.. Blues-ის პირველ შემრსულებლებს შორის არიან რობერტ ჯონსონი, "ბრმა ვილი ჯონსონი", ჰენრი ტომასი და სხვები..


ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს "ეშმაკის მუსიკას" უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.
ელექტრონული მუსიკა

ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს (მაგ. ჯაზი, ხალხური მუსიკა, პოპი) და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია.


როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწყობილობებით შექმნილ მუსიკას, როგორებიცაა სინთეზატორი, სემპლერი, კომპიუტერი, და მექანიკური დამრტყმელები. თეორიულად, ამ სახის მუსიკის შექმნაში შეიძლება ნებისმიერი სხვა "ინსტრუმენტიც" მონაწილეობდეს. ელექტრონული მუსიკა შეიძლება ასევე მოისაზრებოდეს, როგორც კომპიუტერული მუსიკა, რადგანაც ის პროგრამის მეშვეობით ხმის ციფრული მანიპულაციის შესაძლებლობას იძლევა, ანალოგური სინთეზატორებისგან განსხვავებით, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობებს იყენებენ სიგნალების მანიპულაციისთვის.

ოპერა
ოპერა (იტალ. opera) — თეატრალური წარმოდგენის მხატვრულ-დრამატული ფორმა, რომელშიც მოქმედება ძირითადად მუსიკით (სიმღერითა და აკომპანემენტით) სრულდება. ოპერა ლათინური სიტყვაა და ნიშნავს თხზულებას. ოპერა არის სინთეზური, მასში გაერთიანებულია სიმღერა, სცენური მოქმედება, ინსტრუმენტული მუსიკა, დრამა და ა.შ. ოპერის საორკესტრო შესავალს ჰქვია უვერტიურობა, ოპერის ტექსტს ლიბრეტო, ხოლო ოპერის მოქმედებებს ჰქვია აქტები. ოპერაში გვხვდება მელოდიას მოკლებული სიტყვიერი ტექსტი, რომელსაც ეწოდება რეჩიტატივი. ოპერაში მომღერალი თავის გრძნობებს გადმოგვცემს არიით. ორი მომღერლის მღერას ჰქვია დუეტი.

სიმფონია

სიმფონია (ბერძნ. συμφωνία — თანაჟღერა, συν — ერთად და φωνἠ — ბგერა) — სონატურ-ციკლური ფორმის ნაწარმოები, რომელიც განკუთვნილია სიმფონიური ორკესტრისათვის. სიმფონია მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟანრია. ზოგჯერ მასში ჩართულია გუნდი და მომღერალი სოლისტები. სიმფონია იქმნება სიმებიანი, სასულე, ხალხური და სხვა. ორკესტრებისათვის სიმფონია ჩვეულებრივ 4 ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი — სონატური ალეგროს ფორმით; მეორე — ნელი, ლირიკული; მესამე — მენუეტი ან სკერცო, მეოთხე — ფინალი, ხშირად რონდოს ფორმის სასიმღერო-საცეკვაო თემებით. 

ქანთრი
ქანთრი (ინგ. Country), მეორე სახელწოდება ქანთრი ენდ უესტერნ (ინგ. Country and Western) (შემოკლებით С & W) — ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობა აშშ–ს სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთის შტატების მოსახლეობაში.

ჟანრობრივი წარმომავლობა: ფოლკი, გოსპელი, ანგლო–კელტური მუსიკა კულტურული წარმომავლობა: მეოცე საუკუნის დასაწყისი აშშ (ტენესი, ვირჯინია, კენტუკი) დამახასიათებელი ინსტრუმენტები: აკუსტიკური გიტარა, ვიოლინო, დობრო, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, დრამი, ბანჯო, მანდოლინა მეინსტრიმული პოპულარობა: 1920-იანებიდან დღემდე წარმოშობილი ფორმები: სამხრეთული როკი, ქანთრი როკი, როკ მუსიკა ქვეჟანრები ალტერნატიური ქანთრი – ქანთრი ბლუზი – ქანთრი როკი – ქანთრი სოული


ჯაზი

ჯაზი (ინგლ Jazz) ორიგინალური ამერიკული მუსიკალური ხელოვნების ფორმაა, რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა; ეფუძნება დასავლეთის მუსკიკალურ ტექნიკასა და თეორიას და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის აფრო-ამერიკელთა კულტურულ ტრადიციებს. ჯაზისთვის დამახასიათებელია რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზს ხშირად „ამერიკის კლასიკურ მუსიკად“ მოიხსენიებენ


ჯაზი, როგორც მუსიკალური მიმდინარეობა, შეიქმნა დასავლეთ აფრიკული (ტუნისი) და ვესტერნული მუსიკალური ტრადიციების, ბლუზისა და რეგთაიმის, „ახალი ინგლისური“ რელიგიური ჰიმნების, ჩრდილო ამერიკული ფოლკლორის (ჰილიბილი) და ევროპული „მარშინგ ბენდების“ მუსიკის ურთიერთშერწყმის საფუძველზე.


მე-20 საუკუნის დასაწყისში, აფრო-ამერიკულ საზოგადოებაში დამკვიდრების შემდეგ, ჯაზი 20-იან წლებში უკვე გავლენას ახდენს მუსიკის სხვა ჟანრებზეც.

ჯაზი აღმოცენდა ბლუზზე, რომელიც დასავლეთ აფრიკული კულტურისა და ტრადიციების საფუძველზე ჩამოყალიბდა და რომელსაც საფუძველი დაუდო გათავისუფლებულმა აფრიკელმა მონებმა სამხრეთ ამერიკაში. ჯაზ მუსიკოსი ვინთონ მარსალისი აღნიშნავდა: „ჯაზი შავკანიანთა უცნაური გამოგონებაა...“


მარშინგ და საცეკვაო ბენდების ინსტრუმენტები მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯაზური მუსიკის წამყვან ინსტრუმენტებად იქცნენ.
საერთოდ პირველი ჯაზ-მუსიკა აფრო-ამერიკელების მიერ იქნა დაკრული ნიუ–ორლეანში. ბადი ბოლდენი  უკრავდა კორნეტზე და ძირითადად ეს კაცი ითვლება პირველ ნამდვილ ჯაზ მუსიკოსად. ასევე იყვნენ რედი კეპარდი  კლარენს ვილიამსი და სხვები. ეს მუსიკოსები ხალხის უმრავლესობისათვის უცნობია, თუმცა მათი იდეები ჯერ კიდევ ახდენენ ზეგავლენას იმაზე, თუ როგორ იკვრება დღესდღეობით ჯაზი.


მეორე ტალღა ჯაზმენებისა იყო ჯო ოლივერი , ჯელი როლ მარტონი და სხვები. ამ მუსიკოსებმა ჩამოაყალიბეს საკუთარი ბენდები, გააუმჯობესეს და გაართულეს შესრულების ტექნიკა და მეტი წარმატებაც მლოიპოვეს. ამ პერიოდის მუსიკა ცნობილია, როგორც „Hot Jazz“ (მხურვალე ჯაზი), არანორმალურად სწრაფი ტემპების გამო.


ჯო ოლივერმა ნიუ ორლეანში აღამოაჩინა ახალგაზრდა კორნეტისტი, სახელად ლუის არმსტრონგი . მალე ის ერთერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ მუსიკოსად იქცა მსოფლიოში. ამ ჯაზმენების მუსიკა ყოველთვის პატივისცემის ღირსია.


ჯაზის ტრადიციული ინსტრუმენტებია: საქსოფონი - საყვირი - ტრომბონი - კლარნეტი - ფორტეპიანო - გიტარა - კონტრაბასი - ბას გიტარა - დასარტყამები.
  
ჰიმნი
სახელმწიფო ანუ ეროვნული ჰიმნი — საზეიმო სიმღერა, პატრიოტული მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მიღებულია სახელმწიფოებრივი ერთიანობის სიმბოლოდ. ქვეყნის მთავრობის მიერ იგი კანონით გამოცხადებულია სახელმწიფოს ოფიციალურ სიმღერად. ჰიმნს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც ტრადიციულად გამოხატულია სამშობლოს ქება, მისი წარსულის და მომავლის შეფასება, მოცემული ერის ერთიანობის, კონსოლიდაციის და სოლიდარობის იდეა.


XIX და XX საუკუნეებში, ეროვნული თვითშეგნებისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობების აღმავლობის შედეგად, ბევრმა ქვეყანამ მიიღო ეროვნული ჰიმნი, რომელიც სხვა საერთო პატრიოტული სიმღერების მსგავსად პოპულარული გახდა.





bibliografia:
tipi: veb-gverdi
saxeli: მუსიკალური ჟანრები
video: http://www.youtube.com Uploaded by   on  15.03.2011




მუსიკის განმარტება



მუსიკა (ბერძნ. μουσική musike) არის ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.

მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფიათეატრალური ხელოვნებაკინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონიაპოლიფონიაჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხებმა საკუთარის მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილები, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპიური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.



bibliografia:
tipi: veb-gverdi
saxeli: musika



კვლევა



საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად საინფორმაციო გადაცემებისადმი ინტერესი საქართველოში საგრძნობლად დაეცა და მაყურებელთა უმეტესობა უპირატესობას გასართობ და მუსიკალურ შოუებს ანიჭებს.
კომისიის დაკვეთით, BCG Research-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, რომელიც 2008 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის ივნისამდე პერიოდში ჩატარდა, რესპონდენტების 35.5% მუსიკალურ გადაცემებს ანიჭებს უპირატესობას; შემდეგ მოდის გასართობი თოქ–შოუები (29%); სატელევიზიო სერიალები (20%); მხატვრული ფილმები (16.2%) და იუმორისტული გადაცემები (15.7%).

მუსიკა და ძილი

მუსიკა რომ ჩვენი ცხოვრების ერთერთი განუყოფელი ნაწილია ეს დიდი ხანია კარგად იცით… მაგრამ ეხლახანს ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მუსიკა ადამიანს მოდუნებაში, დასვენებასა და ძილში ეხმარება. რაღათქმა უნდა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც 200 მდე ახალგაზრდა,როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ახალგაზრდები დაყვეს ორ ნაწილად, ერთი ნაწილი მშვიდად, წყნარ გარემოში დასვეს (ან დააწვინეს) და სთხოვეს რომ დაეძინათ, მეორე ნაწილს კი აიპოდები დაურიგეს ისეთი მუსიკით, რომელიც მათ მოსწონდათ. ყოველივე ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა რომელიც ნაოშნიკებით სარგებლობდა, უფრო მალე დაიძინა. მეცნიერების განმარტებით, როდესაც ყურსასმენებით მუსიკა ჩაგვესმის, ვეთიშებით გარესამყაროს და ყურადღება მხოლოდ მუსიკაზე გვაქვს. შედეგად მუსიკა მოქმედებს ჩვენს ტვინზე. მუსიკის გავლენა ტვინზე ასე თუ ისე  გვღლის და გვადუნებს, რისი მოხსნის საიკეთესო საშუალება ძილია და ორგანიზმი ამ დროს მობილიზებულია დასაძინებლად. მათ ასევე დაასკვნეს, რომ მუსიკა გვეხმარება ღრმა და ხარისხიან ძილში. თუ რატომ და როგორ მაგდენი ვეღარ მოვიძიე, მაპატიეთ